ინდონეზიის საკურორტო კუნძული ბალი საერთაშორისო ტურისტებს 11 სექტემბრიდან მიიღებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კუნძულზე კვირას მასობრივი ლოცვა ჩატარდა. მათ ინდუისტური ღმერთისგან ნებართვა ითხოვეს და კუნძულის დაცვა შესთხოვეს.
ინდონეზიელებს კუნძულზე სტუმრობის შესაძლებლობა 31 ივლისიდან მიეცემათ.
ტურიზმი ბალის მშპ-ს დაახლოებით 70%-ს პროცენტს შეადგენს. პანდემიის პირობებში კუნძულს მძიმე დარტყმა მიადგა.











