“ნიკას გათავისუფლებაზე როგორ ზრუნავდით, ეგ უკვე დავინახეთ. მე და ჩვენი გუნდი (თქვენი ყოფილი გუნდი ანუ) იმას “ვაკეთებთ” რასაც ვამბობდით და ხალხს ვეუბნებოდით” – ასე პასუხობს გიორგი ბარამიძე სალომე სამადაშვილს.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერ გიორგი ბარამიძესა და ყოფილი თანაგუნდელ სალომე სამადაშვილს შორის დაპირისპირებაა, განსხვავებულ პოზიციებზე სამადაშვილი გიორგი ბარამიძეს დებატებში ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გეგმავს.
“თქვენს უზრდელობას გავატარებ ცხადია, (სულ არ მიკვირს) რაც შეეხება დებატებს, თქვენი ინიციატივა იყო გუშინ ქალბატონი ემა ტუხიაშვილის ეთერში და გამოგეხმაურეთ.
არც ის მიკვირს, რომ საჯაროდ თქვენს მიერ ნათქვამზე ამჯერადაც გადადიხართ და დებატის სურვილი გაგიქრათ.
პ.ს. ნიკას გათავისუფლებაზე როგორ ზრუნავდით, ეგ უკვე დავინახეთ. მე და ჩვენი გუნდი (თქვენი ყოფილი გუნდი ანუ) იმას “ვაკეთებთ” რასაც ვამბობდით და ხალხს ვეუბნებოდით.” – აცხადებს გიორგი ბარამიძე.
მანამდე კი, ბარამიძის ამ განცხადებას წინ სამადაშვილის პასუხი უსწრებდა, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელს ჩამოწერილი და წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკოსი უწოდა.
“მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.ამნისტიის კანონზე ვმუშაობთ, რომ მელიას ბრალდება მოეხსნას, იქით „ლელოს“ ინციატივას ვეხმარები ბრუსელში, რომ ეგება უფრო ადრეც გამოვიდეს. და შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს“, – მიმართა სამადაშვილმა ბარამიძეს.











