ბარათაშვილის 6 ნომერში მდებარე ტექნიკის მაღაზია „მობო“ გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით ჩამსხვრეულია მაღაზიის შუშები.
წინასწარი ინფორმაციით, როგორც კომპანიის თანამშრომელი გვიყვება, ქურდობა არასრულწლოვნების ნამოქმედარია.
მისივე თქმით, „მობოში“ ეს ქურდობის პირველი ფაქტი არ არის და გასულ კვირას, სამუშაო საათებში სტენდიდან ძვირადღირებული ტელეფონი მოიპარეს.











