ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სკვერიდან სამი სკამი მოიპარეს.
სკვერი ვეტერანთა სახელობის ხეივანით არის ცნობილი.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმირებულები არიან და ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადებენ.
„სამწუხარო ფაქტია. პრევენციის მიზნით განიხილება ვიდეოკონტროლი“, – ამბობენ მერიაში.
ხეივანი 2019 წელს გაიხსნა. აქ მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 252 581 ლარი გამოიყო.
ავტორი: თეა შონია











