ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში დავამონტაჟეთ თერმოსკრინინგის აპარატები, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება მგზავრთა ტემპერატურა. სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, ვგეგმავთ აპარატების მონტაჟს დანარჩენ ავტობუსებშიც.
მოგეხსენებათ, ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერები. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მსგავსი ინოვაციური ღონისძიებები გატარდა“, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.
თერმოსკრინინგის შედეგის გაგება შესაძლებელია როგორც მონიტორის, ასევე ხმოვანი საშუალებით.
თერმოსკრინინგის ჩატარების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ყოველ გაჩერებაზე ავტომატურ რეჟიმში მოხდება. პროექტი საპილოტეა და სატესტო რეჟიმის გავლის შემდეგ, აპარატების მონტაჟი დანარჩენ ავტობუსებშიც იგეგმება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











