fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმში დაღუპული ბავშვების ძმებს „ნიკოს სტიპენდიას“ დაუნიშნავენ

16:52 ოქტომბერი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
889
ნახვა

ბათუმში დაღუპული ბავშვების ძმებს “ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდიას“ დაუნიშნავენ. ამის შესახებ განცხადებას ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ავრცელებს.

„მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების.

ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი.
ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა – „ნიკოს სტიპენდიაა”. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ „ნიკოს სტიპენდიას”, რომლითაც იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ,“ – წერია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებაში, რომელსაც BM.ge ავრცელებს

26 მაისის ქუჩაზე, 8 ოქტომბრის ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ამ დრომდე საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას 37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დასტაბილურდა.

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო სულ სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისა და დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

 

თეგები: ბათუმიკორპუსის ჩამონგრევანიკო კვარაცხელია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ბათუმის მერი – ყველა იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან გვქონდა ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად

ნოემბერი 10, 2021
777
მთავარი ამბავი

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ოქტომბერი 11, 2021
827
მთავარი ამბავი

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი წარუდგინეს

ოქტომბერი 10, 2021
790

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია