ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
იგი დამოუკიდებლად სუნთქვას, თუმცა ექიმების მეთვალყურეობა მუდმივად სჭირდება. მედცენტრის ექიმის განცხადებით, შესაძლოა, პაციენტი უახლოეს მომავალში კლინიკიდან გაწერონ.
რაც შეეხება გადარჩენილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა. ექიმების თქმით, მამაკაცის ჯერ ისევ მძიმეა, თუმცა, დადებითი დინამიკით.
ცნობისთვის, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, საქართველოს 9 მოქალაქე გარდაიცვალა. მათ შორის 3 ბავშვია.











