დღეს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი გადმოვარდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი არის და პერიოდულად ის მეთვალყურეობდა.
ამ ეტაპზე შემთხვევის მიზეზი უცნობია. შემთხვევის დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
„ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები.
პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.“- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











