„პაციენტი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეძებდეს მედიკამენტს ბაზარზე და ეს მისი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნია ამბობს, კოვიდის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო ფაქტიური დანახარჯის მიხედვით
„ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ ანსხვავებს, ძვირადღირებულია თუ იაფია მედიკამენტი – თუ მედიკამენტს გამოიყენებს კლინიკა და მოიტანს დანახარჯის ანაზღაურებისთვის დოკუმენტებს, ეს დანახარჯები ანაზღაურდება. პაციენტი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეძებდეს მედიკამენტს ბაზარზე და ეს მისი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











