ბათუმში, ბაგრატიონისა და აეროპორტის გზატკეცილის კვეთაზე 10-15 ახალგაზრდის დაპირისპირების დროს პოლიციელი დაშავდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდების კამათი ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე პოლიციის მოსვლის შემდეგ კი მეშვიდე განყოფილების უფროს გოჩა ვანაძეს გაშველების დროს დაზიანება მიაყენეს.
შემთხვევის შედეგად წინააღმდეგობის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისფულდა.
„პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











