fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმში გაფიცული მიკროავტობუსის მძღოლები მერთან შეხვედრას ითხოვენ

14:08 მარტი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით  მესამე დღეა გაფიცული არიან და არ მუშაობენ.
მძღოლებმა დღეს აჭარის ტელევიზიასთან გამართეს აქცია და პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სურთ მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მიიტანონ.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ გაიგოს ჩვენი პრობლემა და ისე გაკეთდეს, რომ არავინ არ დაზარალდეს, არც ჩვენ.და არც მოსახლეობა. სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფას გვაყენებენ. ყველას ოჯახი გვყავს, პური ხომ უნდა მივუტანოთ ბავშვებს. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, ჩვენი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ. ამიტომ გვინდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მოსახლეობას. სოციალურ ქსელში წერს ბევრი, გვლანძღავენ ჩვენ, ამ გაჭირვებაში რა დროს მგზავრობის ფასის მომატებააო. ამიტომ გვინდა სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენც გაგვიძვირდა ყველაფერი, საწვავი, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები, ბევრი ქუჩა ცალმხრივი გახდა. შედით ჩვენს მდგომარეობაშიც. ჩვენც გვაქვს ბანკის დავალიანება, ვალები, ბევრი საზრუნავი და პრობლემა. ზარალზე ვმუშაობთ დღეს და  წამგებიან მდგომარეობაში ვართ“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კვლავ ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე აცხადებს, ხელვაჩაურის მიმართულებით სამი ავტობუსი დაინიშნა, რამაც მგზავრობის პრობლემა მოაგვარა.

„პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რომ შეექმნათ შეფერხებები გადაადგილებაში. მერიამ და ავტოტრანსპორტმა ყოველდღიურად სამი ავტობუსი დაამატა ხელვაჩაურის მიმართულებით და მგზავრობის პრობლემა მოგვარდა.
რაც შეეხება გზავრობის საფასურის მატებას, ჩვენ წერილობით მოგვმართა არა მარტო ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების წარმომადგენლებმა, არამედ სხვადასხვა კომპანიებმა, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობენ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, შესწავლა თუ რა შესაძლებლობები გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა დახმარება შეგვიძლია ჩვენ. ეს ყველაფერი გადაეგზავნება შემდეგ საკრებულოს“, – აცხადებს ემზარ ქავჟარაძე.

აქციის მონაწილე მძღოლებს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმაციით, მძღოლების მოთხოვნების შესწავლისა და პასუხისთვის 10 დღიანი ვადა ესაჭიროებათ.

„მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ 10 დღის ვადაში მოხდებოდა ამ საკითხის მთლიანად შესწავლა. ახლა მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, ეს არის ფასის დადგენა, სუბსიდირება თუ სხვა საკითხები. ეს ყველაფერი უნდა წარედგინოს საკრებულოს და საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საკითხის შესწავლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. გვინდა რეალური და სრულყოფილი დასკვნა წარვადგინოთ და ამისთვის მოვითხოვეთ 10 დღიანი ვადა”- აცხადებს ემზარ ქავჟარაძე.

მძღოლებისთვის მერიის პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა და აცხადებენ, რომ შეხვედრით უკმაყოფილო არიან, რადგან კონკრეტული დაპირებები ვერ მიიღეს.

„მსგავს დაპირებებს წლებია ვისმენთ, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და სამუშაოს არ დავუბრუნდებით, სანამ საკრებულო რეალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. დაახლოებით 150 მძღოლი ვართ გაფიცული. როგორც ვატყობთ, ისევ ჩვენს მოტყუებას აპირებენ. ვიქნებით კიდევ 10 დღე გაფიცული და არ ვიმუშავებთ- აცხადებენ მძღოლები.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აქცია ბათუმშიმიკროავტობუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

სასტუმრო „შერატონთან“ ჟურნალისტების, არასამთავრობოების წევრებისა და პარტიების წარმომადგენლების  აქცია იმართება

ივლისი 19, 2021
775
რეგიონები

ბათუმში, მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

მარტი 2, 2021
2.4k
საზოგადოება

კომპანია „ინტერტრანსი”  განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 24, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია