ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, არცერთ მათგანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 54 წლის ქალი ნონა ემირიძე, გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის კობა ჯაშოიანის სიცოცხლეც.
კოვიდინფიცირებული დედა და შვილი კლინიკა “ბაუში” 30 ივლის შეიყვანეს. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მdგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, ისინი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობდნენ და ჟნაგბადდამოკიდებულები იყვნენ. მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.











