Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 387 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი ემსხვერპლა.
ასევე, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 233 პირი.











