დღეს ბათუმში მმართველმა პარტიამ მოსახლეობას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტიტე აროშიძე წარუდგინა.
წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ბათუმელებს ორი ღირსეული კანდიდატი წარუდგინეს, რომლებიც პირველივე ტურში მოიპოვებენ გამარჯვებას.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ქართული ოცნების გენერალურ მდივანთან ერთად ბათუმელებს წარვუდგინეთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებიც შესაბამისად იბრძოლებენ მაჟორიტარი კანდიდატობისთვის, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში და დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში ბათუმი გააკეთებს სამართლიან, სწორ არჩევანს და ეს ორივე კანდიდატი მოიპოვებს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს ხვალინდელი დღისათვის”- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











