ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს დილიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. „ფაიზერით” პირველი აცრა ბათუმში 71 წლის გულნარა დავითაძემ გაიკეთა.
როგორც გულნარა დავითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
„დიდი ხანი ველოდებოდი რიგს. სიმართლე გითხრათ, ერთი სული მქონდა აცრა გამეკეთებინა, რადგან მხოლოდ ესაა პანდემიის დასასრული“- განაცხადა გულნარა დავითაძემ.
შეგახსენებთ, დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი, „ასტრაზენეკათი“ კი კლინიკა „მედცენტრში“.
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის აჭარაში 1300-მდე ჯავშანია გაკეთებული.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











