ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. კერძოდ კი, დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, ლუკა ასათიანის, ლერმონტოვი-ჭავჭავაძის კვეთა, გრიბოედოვი-ჭავჭავაძის კვეთა, შავშეთის ქუჩა.
როგორც კომპანია ბათუმის წყალში „პრაიმტაიმს” უთხრეს, სანიაღვრე ჭები და არხები გაწმენდილი იყო, თუმცა უხვი ნალექის მიღებას ჭები ვერ ახერხებენ.
ქალაქში მობილიზებულია ბათუმის წყლის ბრიგადები, სპეციალური ტექნიკა, აქტიურად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები და ჭების დასუფთავება.
სინოპტიკოსების ცნობით, 23 აგვისტოს შენარჩუნებული იქნება წვიმა ელჭექით. 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათანდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.
მომდევნო ორ დღეს, 25 და 26 აგვისტოს კი ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











