ბათუმში მეორე დღეა მაშველები ზღვაში 15 წლამდე ბიჭს ეძებენ, რომელიც „პიერ ბათუმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინება 112-ში გუშინ, დილით 7 საათზე შევიდა.
უწყების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მინდინარეობს, რომელშიც ჩართულია ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი, ასევე მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება ექოლოტით, ხოლო პერიმეტრის კონტროლი დრონის საშუალებით ხორციელდება.
ავტორი: ნარია ქობულაძე











