ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, თანაპარტიელის, გრიგოლ ვაშაძის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას ემთხვევა. ამის შესახებ მან “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,, ოპოზიცია პროტესტს იქამდე გაგრძელებს, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება.
„მე ვფიქრობ, ცოტა ცხელ გულზე მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას კრიტიკული განცხადებები, მგონი, ემოციებმა იძალა უფრო. შემდეგ ბარტონმა გრიგოლმა გააკეთა განმარტება, რას გულისხმობდა თავის განცხადებაში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ბატონი გრიგოლის პოზიცია არის სრულ თანხვედრაში პარტიის პოზიციასთან და ბუნებრივია, ასეც იქნებოდა. დიახ, პროცესიც გაგრძელდება, ჩვენ არ ვაპირებთ საპარლამენტო მანდატები აღებას, რადგან ეს არჩევნები არის მიტაცებული“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე მოწუდებდა. ამის მან ამ განცხადების შინაარსი შემდეგნაირად განმარტა.











