ბატონი კობახიძე აგრძელებს ჩემთვის კომპლიმენტების თქმას, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას.
„ჯერ თქვა, რომ გოიმებში პირველიაო, მაგარი გოიმიაო, ნომერ პირველიო, ახლა კი თქვა, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილებებს. პირველი კომპლიმენტი მივიღე, რომ სადაც ხარ პირველი უნდა იყო, მეორეს სამწუხაროდ, ვერ დავიბრალებ, არ მაქვს ამხელა გავლენა, ვერ მივითვისებ“, – ამბობს ბოკერია.











