„ლელო-საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ხაზარაძის კორონავირუსით ინფიცირება პარტიის საარჩევნო კამპანიის წარმართვას ხელს ცოტას შეუშლის, თუმცა ტემპს არ დავაგდებთ – ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ სურგულაძემ განაცხადა,
როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ საარჩევნო კამპანიის წარმართვას აქტიურად გააგრძელებს.
„ეს არის ჩვენთვის ცოტა პრობლემატური. ადამიანი სახლში უნდა დარჩეს მინიმუმ რვა დღე. ის ლიდერია და ჩართვები მუდმივად ექნება. ისეთი კარგი ტემპით მივდივართ, ბატონი მამუკას ინფიცირება ცოტა ხელს შეგვიშლის, მაგრამ ტემპს არავითარ შემთხვევაში დავაგდებთ“,- განაცხადა სურგულაძემ.
„ლელო-საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.










