ბავარიაში, სადაც გერმანიის მასშტაბით კორონავირუსისგან ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება.
ახალი რეგულაციები რეგიონში ოთხშაბათიდან ამოქმედდება და 5 იანვრამდე გასტანს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზით შეეძლება. შეზღუდვები შემსუბუქდება შობის ღამეს შემსუბუქდება.











