BBC-ს ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტი ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშააა.
გამოცემის ცნობით, ჯერ არ კონკრეტდება ინფორმაცია, თუ ვის მიერ ან რა სახის ტერორისტული თავდასხმა იგეგმება აეროპორტზე.
ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის გამო, ავსტრალია, აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ქაბულის აეროპორტში მისვლისგან, ხოლო ვინც უკვე აეროპორტის მახლობლად იმყოფებიან მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ დატოვონ მიმდებარე ტერიტორია.











