BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის ხელისუფლება ანდჰრა-პრადეშის შტატში, სადაც უცნობი დაავადება გავრცელდა, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფს აგზავნის.
გამოცემის ცნობით, ინდოელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ დაავადებული ადამიანების სისხლის ნიმუშების პირველადმა ანალიზმა ტყვიისა და ნიკელის დიდი რაოდენობა აჩვენა.
ინდოელი ექიმების ინფორმაციით, დაავადებულ პაციენტებს სიმპტომების ფართო სპექტრი აღენიშნებათ, მათ შორის გულისრევა და გონების დაკარგვა.
ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ელიან, რათა გამოიკვლიონ რამ გამოიწვია უცნობი დაავადება.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის უცნობი დაავადების 500-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 300 პაციენტი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. დაავადებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











