ყოფილი პოლიტიკოსი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართავს:
„1 ნომერი რომ ხარ, 2-ში რომ არჩევნებია და მე-3 ძალას დაირქმევ, ან ბედისწერას გაურბიხარ, ან ბავშვობაში შეცდომით ”4 კაკალი კონკიასათვის” გაყურებინეს და ვეღარ ალაგებ“, – წერს ხაჩიძე.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა.










