“ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს“,- ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, გიორგი ანწუხელიძის სახელი სამშობლოს ერთგულებასთანაა გაიგივებული.
“გიორგი ანწუხელიძე დღეს 37 წლის გახდებოდა.
ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება.
ასეთია გიორგი ანწუხელიძე – ჩვენი უახლესი ისტორიის გმირი. ადამიანი, რომლის სახელი გაიგივებულია სამშობლოს ერთგულებასთან, ვაჟკაცობასთან, სიმტკიცესთან.
გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო”,- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.











