ლიბანის დედაქალაქში მომხდარ მასშტაბური აფეთქების ოფიციალური ვერსია ვრცელდება.
„ბიბისის“ ცნობით, ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მძლავრი აფეთქების მიზეზი შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ ასაფეთქებელი ნივთიერებებით, რომელიც პორტში ერთ წლის წინ შეიტანეს
„როგორც ჩანს იქ იყო საწყობი, სადაც წლების წინ კონფისკირებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები“, – ციტირებს გამოცემამ ლიბანის შსს მინისტრის აბას იბრაჰიმის სიტყვებს.
მანამდე, ლიბანის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია LBCI-მ პორტში მომხდარი აფეთქების ვერსია გააჟღერა. ტელევიზია იუწყება, რომ პორტში დასაწყობებული იყო ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ კონფისკირებული იყო ერთ-ერთ საწყობში.
„მას შემდეგ, რაც გენერალ მაიორმა აბას იბრაჰიმმა განაცხადა, რომ აფეთქება გამოიწვია პორტში განთავსებულმა ასაფეთქებელმა ნივთოერებებმა. LBCI-სთვის ცნობილი გახდა, რომ ნივთიერება, რომელზეც გენერალი იბრაჰიმი საუბრობდა, იყო ფეთქებადი ნივთიერება ნატრიუმის ნიტრატი, რომელიც გემიდან კონფისკირებული იყო ერთი წლის წინ და ინახებოდა საწყობში“ , – ნათქვამია ტელევიზიის ინფორმაციაში.
მძლავრი აფეთქება ბეირუთში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
„როიტერის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 25 და დაშავდა 2 200 ადამიანი.
მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია და ექიმები პაციენტებს პირველად დახმარებას საავადმყოფოების ეზოებში უწევენ.











