ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ მიდგომა შეცვალა. ინფორმაციას belta ავრცელებს.
„ცუდია, რომ დაეხეტებიან მინსკში, ცუდია, რომ თავხედურად იქცევიან. თუმცა ჩვენ შევიცვალეთ ტაქტიკა. ჩვენ აუჩქარებლად ვიპოვით თითოეულს. ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე საშუალებები, რასაც სხვათაშორის, ვაკეთებთ კიდეც. თითოეული პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე. მე არ ვიმუქრები. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ეს გარკვეულ ეფექტს იძლევა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.











