ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 8 ნოემბერს მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეკრებილი აქტივისტები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვდნენ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციელებმა 800 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის 6 ჟურნალისტია.
ორგანიზაციის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმე მოგვიანებით გაანთავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ არ წყდება. ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.











