ბელარუსში, კვირას (11 ოქტომბერს) გამართული საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 586 დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულებს შორის 40 ჟურნალისტია.
დაკავებები, ძირითადად, მინსკში მოხდა.
პოლიციამ საპროტესტო აქციების დაშლის მიზნით დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, მანათობელი ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელორუსის მასშტაბით 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა ალექსანდრ ლუკაშენკომ მეექვსედ მოიგო არჩევნები.











