„AstraZeneca-ს ვაქცინა ვაქცინა კარგი ვაქცინაა“,- ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა, ფრანკ ვანდენბრუკემ განაცხადა.
„არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა კარგი ვაქცინაა. ის ადამიანებს ვირუსისაგან იცავს. თუმცა, როგორც ყველა ვაქცინას, მასაც აქვს გვერდითი ეფექტები. თუ არჩევნის წინაშე დგახართ: უვაქცინოდ დარჩეთ, თუ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრათ, მე გეტყვით: აუცილებლად აიცერით AstraZeneca-თი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.











