Astrazeneca-ს ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციას 45 წელს ზემოთ მოქალაქეები დღეიდან შეძლებენ.
დაავადებათა კონსტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, Astrazeneca-თი ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Astrazeneca-ს ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია.
დღემდე საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.











