ოზურგეთში, ბენზინგასამართ სადგურზე სასულიერო პირის ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
როგორც “პრაიმტაიმს” თვითმხილველმა უთხრა, ლურჯი “ნივის”მარკის ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურზე იდგა, როდესაც უეცრად ცეცხლი მოეკიდა.
“ლურჯი ნივა იდგა და უეცრად მოეკიდა ცეცხლი, შიგნით არავინ იჯდა, მაგრამ მამაოსი ყოფილა ეს მანქანა, ფაქტიურად სულ დაიწვა. ვერც ჩაქრობა მოხერხდა მაშინვე, საშიში იყო, ყველგან საწვავია და ვერავინ მიეკარა. ძალიან მალე მთლიანად დაიწვა.”- გვითხრა თვითმხილველმა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
შს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











