შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში, სამუშაო პირობებისა და აუსაფრთხოების დარღვევის გამო, ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება განხორციელდა 631 ობიექტზე, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია 408-ზე გაიცა, დაჯარიმდა 2 ობიექტი, 43 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. რემონიტორინგი 156 ობიექტზე განხორციელდა.
28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში შემოწმდა 26 231 ობიექტი“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.











