სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის გაუარესება, ამიტომ მონიტორინგის ჯგუფები განაგრძობენ და მომავალში იქნება განსაკუთრებული ზედამხედველობა მკაცრი, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
ბექა ფერაძე მოუწოდებს ბიზნესის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისგან.
„მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ ბიზნესობიექტს თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისგან და დაიცვას თითოეული პროტოკოლი. რომელიც მოგვცემს საშუალებას ვმართოთ ვირუსი.
თუ ყველა ბიზნესობიექტი დაიცავს იმ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ცხადია ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და შემდეგი შემსუბუქების ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.











