ბერლინში ათასობით მოქალაქემ COVID-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მათი აზრით, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გეგმა ზედმეტად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს.
გამოცემის ცნობით, ბერლინის პოლიციამ 190 დემონსტრანტი დააკავა. დაპირპისპირების დროს კი 9 სამართალდამცავი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსის შემთხვევების მატების გამო გერმანიში 2 ნოემბრიდან ლოქდაუნი ამოქმედდა.











