fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების დათმობას – დავით ზურაბიშვილი

20:25 იანვარი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ფორმალურად მიდის, მაგრამ პოლიტიკური ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი მიდის ფორმალურად პოლიტიკური ხელისუფლებიდან, მაგრამ არ მიდის პოლიტიკური ძალაუფლებიდან. ის არანაირად არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. ის კვლავ იქნება რეალურად წარმმართველი მმართველი პარტიის პოლიტიკის და ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარედ დაასახელა მის მომხრეებში „ოცნების“ ყველაზე არაპოპულარული ლიდერი. სწორედ იმიტომ, რომ რეალურად არსად არ მიდის. ეს ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს. პირველად ხომ არ აკეთებს ამას, მეორე წასვლა გვაქვს, მეორე მოსვლის ნაცვლად. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, არ „შეიტენოს“ პასუხისმგებლობა. პირველი წასვლაც ასეთი იყო – მაშინაც ამბობდა, წავალ და არ ვაპირებ დაბრუნებას, ვუბრუნდები კერძო ცხოვრებასო. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არსად წასულა და რეალურად ის იყო მთავარი მოქმედი პირი. შინაგანად შეიძლება სჯერა, რომ გაემიჯნოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, მაგრამ რეალურად არ აპირებს, რომ ძალაუფლებას გაემიჯნოს.

პოლიტიკა, ბიზნესი ხომ ერთმანეთზე გადაბმულია. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა დილით, გადმოხედა სოლოლაკიდან, გახედა რაღაც ადგილს და იფიქრა – რა კარგი იქნებოდა, რომ აქ ზვიგენარიუმი ავაშენო. ამ დროს იქ რაღაც ისტორიული ძეგლია – მაგალითად ვამბობ. ამაზე ვინმემ ნებართვა ხომ უნდა მისცეს, ამიტომ ვიღაცამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ ის ძალაუფლებაში აღარაა და უარი უთხრეს, ის ამას დაუშვებს? არა, რა თქმა უნდა. ის შეეცდება, ყველა ის ბერკეტი, რაც აქვს – უშიშროების მეშვეობით, პარტიული მეგობრების კონტროლის თვალსაზრისით, კვლავ ჰქონდეს ხელთ. უბრალოდ, ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

თეგები: დავით ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვულოცავ ნიკა მელიას ევროპულ აღიარებას – ბერძენიშვილი მელიასთვის გირაოს გადახდაზე

მაისი 8, 2021
818
პოლიტიკა

ეჭვი მაქვს, იგავმიუწვდომელ შტერობას აპირებენ – ზურაბიშვილი თალაკვაძის გადადგომაზე

აპრილი 24, 2021
858
პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ორივე მხარეს ურჩევნია, რომ მეორე მხარემ კაპიტულაცია გამოაცხადოს, მაგრამ ეს არ მოხდება

მარტი 18, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია