„გახარია უკვე სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც სრულიად არ შედის მის ინტერესებში“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა.
„ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ, როგორმე, გახარიას იმედები გაემართლებინა. გახარია ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერად, ისეთ გარემოში, რომელშიც, ერთადერთი, რაც ევალებოდა, იყო ქვეყნის საქმის კეთება. ასეთ დროს, როცა ერთი თვეც არ იყო გასული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლიდან, მან უღალატა ქვეყანასა და გუნდს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ყოფილი პრემიერი და ამჟამად, ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი და მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა.











