იქნება თუ არა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში?!
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ივანიშვილი „ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება.
„ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება. ამ შესაძლებლობას არ ვუშვებ“,- განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძე სააგენტოს დამატებით კითხვებზე აღარ პასუხობს და მიზეზად ბიუროს სხდომის დაწყებას ასახელებს.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს.
“ოცნებაში” მხარს უჭერენ, რომ გახარია საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











