პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ 2020 წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონზე ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოვა.
როგორც ზაქარეიშვილმა “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას განაცხადა, “ოცნება” პროპორციულ სიაში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გარდა, ივანიშვილსაც შეიყვანს. მისი თქმით, ივანიშვილი პროპორციული სიის სიის ხუთეულში იქნება.
„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, დიდი ალბათობით, პირველი ნომერი აუცილებლად იქნება გიორგი გახარია. ასევე, სიაში იქნება თეა წულუკიანი. არ გამოვრიცხავ, რომ წულუკიანი პარლამენტში სპიკერადაც მოიაზრებოდეს. სიის ხუთეულში აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის არ ყოფნა სიაში უფრო დააზარალებს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე სიაში შეყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი სიაში არ იქნება, „ქართული ოცნების“ პერსპექტივები ძალიან დაზარალდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ივანიშვილი იტყვის, ახალგაზრდებს უნდა დავუთმო ადგილიო და გავა პარლამენტიდან.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ სიაში ყოფილ მინისტრებს შეიყვანს, მათ შორის, სოზარ სუბარს, დავთ სერგეენკოს, შესალოა, მამუკა ბახტაძესაც“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად რეალურია რიგითი დეპუტატის რანგში ივანიშვილის პარლამენტში წარმოდგენა, ზაქარეშვილი გვპასუხობს:
“ის არ იქნება რიგიითი დეპუტატი. ივანიშვილის სიაში შეყვანის მიზანი იქნება ის, რომ აღარ იქნება საჭირო ახალი არჩევნების ჩატარება. როგორც კი არჩევნები გაივლის, ივანიშვილი პარლამენტიდან გავა”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.











