პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.
ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა, მას დახმარება აქციის მონაწილეებმა აღმოუჩინეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები სოლოლაკის ტერიტორიას ტოვებს.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.











