2021 წლის ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. ერთს გეტყვით, არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. იმიტომ, რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს და მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, ამ პანდემიის და კრიზისის პირობებში.
თუ ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ავტომატური მოდელი ერთვება, ეს კარგი არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტი. ქვეყნის დანგრევა, არ დანგრევა იმაზე გადის, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
ოპოზიცია ულტიმატუმს აყენებს, ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს. დიალოგი ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.











