„ბაიდენი პუტინს პირდაპირ ეტყვის, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„არის ორი, რამ რასაც ბაიდენი პუტინთან შეხვდრის დროს გააკეთებს. პირველი – ის პუტინს პირდაპირ ეტყვის, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს. თუ ეს გამოვა და ქვეყნები სტაბილური ურთიერთობების უზრუნველყოფას შეძლებენ, არის სფეროები, სადაც თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესებშია.
და მეორე, თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს, ვაშიგნტონი მას საკმაოდ ძლიერად უპასუხებს. რუსეთს თავისი ქმედებებით მოუწევს, გადაწყვიტოს, რომელი მიმართულებით სურს წასვლა“,- განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.











