fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ – ელენე ხოშტარია

16:03 ივლისი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
5.3k
ნახვა

“არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. მეც შევუერთდები იმ ბრძოლის შემართებას, რომელიც მე და ნიკას გვაქვს და კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუშინდელი განცხადება იყო გათვლილი ერთადერთ რამეზე, რომ გააჩინოს უიმედობა და რაღაც უმოქმედობის განწყობა ჩვენს მოსახლეობაში, რომ არაფერს აზრი არ აქვს და რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წამსვლელია”, – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მიშელის შეთანხმების პირველი დღიდან, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ამ შეთანხმებას არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ პატივს სცემს შეთანხმებებს, ჩვენი პარტნიორების, ოპოზიციის, ან საზოგადოების პოზიციას.

ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, ეს იყო პირველი, რომ მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ისინი შეძლებენ არათუ უმრავლესობის, არამედ, 43%-ის მოპოვებასაც კი. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, მათი მოგონილია ეს ციფრი, ჩვენ ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან, ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე.

მეორე, რაც გუშინ ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა და 5 ივლისის შემდეგ, ამას მიზანმიმართულად, მუდმივად გვახვევენ თავზე, ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე და ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განწყობების, მათ თქვეს, რომ დასავლეთთან, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება არაფერს წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა, გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე. შესაბამისად, ჩვენ ყველამ, პოლიტიკოსებმა და თქვენ, მოქალაქეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ, არ იქნება საქართველო პრორუსული, არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ხალხს ურტყამენ, ცემენ, კლავენ ქუჩაში, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, არ არის საქართველო, სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ზოგადად, ვცხოვრობთ, შიშში, სიძულვილში და ნგრევაში. მე და ნიკა, და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციაში, აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ვართ ამ ბრძოლისთვის, არც კი განვიხილავთ და საერთოდ არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მომართული“, – განაცხადა ხოშტარიამ.

თეგები: არჩევნებიელენე ხოშტარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა იმათი შეურაცხყოფაა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა – ელენე ხოშტარია

დეკემბერი 7, 2021
789
საზოგადოება

ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

ნოემბერი 27, 2021
814
მსოფლიო

ბულგარეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენი ლიდერობს

ნოემბერი 22, 2021
1.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია