ბატონი ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილი აღარ არის, ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
„ოპოზიციაში აზრთასხვადასხვაობა არ არის, ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ. ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი. ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, იქ, კობახიძესთან ერთად მობრძანდეს, მასთან ერთად როგორც ერთ-ერთ ერთეული, რომელიც ახლა არის ხელისუფლების ბანაკში, იქ მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალოთ. ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს?!“- განაცხადა ბოკერიამ.










