ჩვენ უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა, ასევე, საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილის მომხრე ვართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრების დაწყებამდე განუცხადა.
„ჯერჯერობით, არცერთი სხვა კანდიდატურა არ გამიგია და ამისთვის ვართ ახლა აქ შეკრებილი, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ, დავხუროთ და თბილისთან დაკავშირებით ვითარება აბსოლუტურად გარკვეული იყოს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ასევე ნახეთ:
- ოქრუაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში უთანხმოება და გაუგებრობა არსებობს
- დავითაია: მიმდინარე კონსულტაციები, მიზნად ისახავს, ოქრუაშვილი წარდგენილი იყოს საბურთალოზე, ზურაბ ჯაფარიძე – დიდუბე-ჩუღურეთში










