“ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაენგრია მისივე პარტია.”- ამის თაობაზე “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაენგრია მისივე პარტია. რაც ძალიან კარგია. ჩვენ ხელი შევუწვეთ და დავეხმარეთ. მაგრამ, პირველი ავტორი „ევროპული საქართველოს“ დანგრევის და ჩამოშლის, ეს იყო გიგა ბოკერია, რასაც ხედავენ მისივე გუნდის წევრებიც. ამაზე შეგვიძლია დეტალური ანალიზი წარმოგიდგინოთ მოგვიანებით. ძალიან კარგია, მთავარი ავტორია პარტიის დანგრევის და მადლობა ამისთვის გიგა ბოკერიას”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე











