ტრამპი აქეზებდა ადამიანებს კაპიტოლიუმის შტურმისკენ,- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„ის აქეზებდა ადამიანებს კაპიტოლიუმის შტურმისკენ. პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს. ვთვლი, რომ ეს არასწორი იყო. მოხარული ვარ, რომ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობაზე დაამტკიცეს და დემოკრატიამ იზეიმა“,- აცხადებს ჯონსონი.











