წელს შობა ჩვეულებისამებრ ვერ აღინიშნება, წინ ჯერ კიდევ რთული ზამთარი და გრძელი გზაა გაზაფხულამდე, მაგრამ გაქცევის გზა გამოჩნდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი მკაცრი კარანტინი 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გაგრძელდება, თუმცა, ამოქმედდება სამფაზიანი შეზღუდვები.
შეზღუდვები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
პრემიერმა მოსახლეობას სადღესასწაულო სეზონზე მაქსიმალური წესების დაცვისკენ მოუწოდა.











