დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, Astrazeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ჯონსონის თქმით, სანამ მთავრობა Astrazeneca-ს გამოყენებას დაიწყებდა, ჯერ მის უსაფრთოებაში დარწმუნდა.
„ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და საკმაოდ მკაცრი მარეგულირებელი კომისია. ისინი ვაქცინაციის პროგრამის შეწყვეტის მიზეზს ვერ ხედავენ“,- განაცხადა ჯონსონმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4,258,438 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 125,516 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,496,925-ს შეადგენს.











