დიდი ბრიტანეთი შეზღუდვების შემსუბუქებას 12 აპრილიდან გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„12 აპრილიდან შეზღუდვებს შევამსუბუქებთ. ქვეყანაში გაიხსნება მაღაზიები, სპორტული დარბაზები, ზოოპარკები, პარკები, ბარები და სალონები“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4,362,150 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 126,862 ადამიანი.











